Tag Archives: ალერგიული

პოლინოზი ბავშვებში

პოლინოზი ბავშვებში

პოლინოზი ალერგიული დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად გაზაფხულზე იჩენს თავს. ყვავილობის სეზონის დაწყებასთან ერთად ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული  მტვერი, რომელიც ძლიერი ალერგენია აღნიშნული  დაავადების მქონე ადამიანებისთვის. იგი მოსახლეობის 8-10% -ს აწუხებს, ძირითადად კი პოლინოზით 8-20 წლამდე ასაკში ავადდებიან. >>>

.

დაავადების შესახებ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა ალერგოლოგი ნანა შავლაყაძე გვესაუბრა.

– როგორ  მიმდინარეობს და რა სიმპტომები ახასიათებს პოლინოზს?

პოლინოზი ყვავილის მტვერზე ალერგიაა. ამიტომ მას, ძირითადად, მკაცრი სეზონური ხასიათი აქვს. წლის ერთიდაიგივე დროს ახასიათებს ცხვირის გაჭედვა, მრავალჯერადი ცემინება, თვალის სიწითლე და ქავილი, ყელში „უსიამოვნო“ შეგრძნება, ხველება, დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ხანდახან დერმატიტის სიმპტომებიც გამოჩნდება ხოლმე.

Read More

ჰისტამინი

ჰისტამინი – ჰისტიდინის ამინომჟავას წარმოებული. შედის არააქტიური, შეკავშირებული სახით ცხოველებისა და ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში. მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოთავისუფლდება ალერგიული რეაქციებისას, შოკის დროს, დამწვრობისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

წამლისმიერი პნევმოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წამლისმიერი პნევმოპათია – პათოლოგიური ცვლილებები სასუნთქ ორგანოებში, რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო პრეპარატების გვერდით მოქმედებებთან;  ვლინდება ალერგიული რეაქციების სახით და არასპეციფიკური მიკროფლორის აქტივიზაციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი  –  მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნები, ცერებროსპინალურ სითხეში სისხლი. ყველაზე ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი. სინონიმი: ლაიხტენშტერნის სინდრომი.

Read More

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება იწყება შრატის შეყვანის ადგილზე ქავილისა და დისკომფორტის გაჩენით. შრატის შეყვანის გაგრძელების შედეგად დაავადება სწრაფად პროგრესირებს,

Read More

English English Georgian Georgian