Tag Archives: ამენორეით

ჰიპოპიტუიტარიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპიტუიტარიზმი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონების დაქვეითებული წარმოქმნით. წარმოიქმნება, მაგ. ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეებისას, ოპერაციების, დასხივების შედეგად. ქალებში ვლინდება ამენორეით და მამაკაცებში უნაყოფობით, თირეოტროპული ჰორმონის დეფიციტი იწვევს მეორად ჰიპოთირეოზს, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დეფიციტი – ჰიპოკორტიციზმს. შესაძლო გამოვლინებებია: გასუქება ან კახექსია, ჯუჯოვნება, სასქესო ორგანოების ატროფია და სხვ.

Read More

შიხენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიხენის სინდრომი – ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზული უკმარისობა, რომელიც წარმოიქმნება მშობიარობისას არაკომპენსირებული მასიური სისხლდენისა და კოლაფსის შედეგად. არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის  ანგიოსპაზმს, ჰიპოქსიასა და ნეკროზს; ვლინდება ლაქტაციის არარსებობით, ამენორეით, სასქესო ორგანოების ატროფიით, საერთო გამოფიტვით, დეპრესიით, ასთენიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

კილინის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კილინის დაავადება – (Е. Kylin) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც აღენიშნებათ გოგონებს 15 – 16 წლის ასაკში და ვლინდება სიგამხდრით, კანის ატროფიით, შეშუპებებით, თმის ცვენით, მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობით, ამენორეით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დიენცეფალური (ჰიპოთალამური) სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიენცეფალური (ჰიპოთალამური) სინდრომი – დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება შუამდებარე ტვინის ჰიპოთალამური მიდამოს დაზიანების დროს. ვლინდება ვეგეტატიური, ენდოკრინული, ცვლითი და ტროფიკული დარღვევებით, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული უშაქრო დიაბეტის სიმპტომთკომპლექსით, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციით, კახექსიით, ადიპოზურ – გენიტალური დისტროფიითა და ლაქტორეა – ამენორეით. საჭიროა აღინიშნოს გაუმართლებელი ტენდენცია დიენცეფალური სინდრომის

Read More