Tag Archives: ამინომჟავების

ცისტინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინოზი – მემკვიდრეობითი დაავადება: ამინომჟავების ცვლის დარღვევა, რაც იწვევს ლეიკოციტებში, რქოვანაში, ძვლის ტვინში, ღვიძლში, ელენთაში ცისტინის დაგროვებას. დაავადება ვლინდება ზრდაში ჩამორჩენით, ძვლების რაქიტისმაგვარი ცვლილებებით, მხედველობის დარღვევებით, ღვიძლის პროგრესირებადი უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცილების ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილების ცვლა – ორგანიზმში ცილებისა და მისი შემადგენელი კომპონენტების – ამინომჟავების გარდაქმნათა ერთობლიობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.

Read More

პოლიპეპტიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიპეპტიდები – ორგანული პოლიმერები, რომლებიც შედგებიან ამინომჟავების 90 – მდე ნაშთისაგან. მათი უფრო მაღალმოლეკულური სახეობები კი წარმოადგენენ ცილებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

დეკარბოქსილური უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეკარბოქსილური უკმარისობა – (სინ. მენკესის დაავადება)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ამინომჟავების ცვლის დარღვევით (ვალინის, ლეიცინისა და იზოლეიცინის); ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესული დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა