რენტგენოსტრუქტურული ანალიზი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოსტრუქტურული ანალიზი – (analysis roentgenostructuralis) უჯრედების მოლეკულური ორგანიზაციის გამოკვლევის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც დამყარებულია რენტგენის სხივების დიფრაქციის (შემოვლის) მოვლენის გამოყენებაზე ობიექტში მათი გატარების დროს. ობიექტის სივრცობრივ ჩარჩოში მოლეკულების განლაგების ხასიათის მიხედვით ფოტოფირფიტაზე წარმოიქმნება კონცენტრული რგოლებისა და რკალების გამოსახულება, რომელთა სიგანისა და ერთმანეთს შორის მანძილის მიხედვით