Tag Archives: არაკეთილსაიმედო

ოსტეოგენეზი არასრულყოფილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენეზი არასრულყოფილი – (osteogenesis imperfecta; ბერძ. Osteon ძვალი + genesis წარმოშობა; სინ.: პერიოსტალური დისტროფია, მუცელშიგა რაქიტი, ოსტეოფსატიროზი, ვროლიკის დაავადება, ლობშტეინის დაავადება)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ძვლის წარმოქმნის პროცესის დარღვევით და ვლინდება გენერალიზებული ოსტეოპოროზით, ძვლების გარბილებითა და მომატებული მტვრევადობით. პათოლოგიური პროცესის სიმძიმის, კლინიკური ნიშნების გამოვლენის მიხედვით გამოყოფენ ორ ფორმას:

Read More

ნოიმანის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნოიმანის დაავადება – პემფიგოიდური ავთვისებიანი კონდილომატოზი. პირველადი ელემენტია ბუშტუკი. მისი გასკდომის შემდეგ იწყება ეროზიის პროლიფერაცია და ჩნდება ჰიპერტროფიული მეჭეჭოვანი წარმონაქმნები, რომლებიც იზრდება პერიფერიულად. უპირატესი ლოკალიზაციაა კანის ნაოჭები, სასქესო ორგანოს მიდამო, უკანა ტანი. ასევე შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე. მიმდინარეობა ქრონიკული. ბუშტუკში არის აკანტოლიზური უჯრედები, სისხლში

Read More