ვაზომოტორიკა

განმარტებითი ლექსიკონი ვაზომოტორიკა – სისხლძარღვების,განსაკუთრებითარტერიების, სანათურის ცვლილება.

არტერიოპლასტიკა

განმარტებითი ლექსიკონი არტერიოპლასტიკა – არტერიის ქირურგიული რეკონსტრუქცია;ტარდება,მაგალითად,ანევრიზმების მკურნალობის მიზნით.

არტერიექტომია

განმარტებითი ლექსიკონი არტერიექტომია – არტერიის ან მისი ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა.შეიძლება ჩატარდეს დიაგნოსტიკური პროცედურის (მაგალითად,არტერიიტის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით არტერიული ბიოფსიის აღებისას) ან დახშობილი არტერიის შეცვლის (როცა არტერიის დაზიანებული უბანი იცვლება სინთეტიკური ტრანსპლანტანტით) დროს.    

შერეული ტიპის არტერია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შერეული ტიპის არტერია – (arteria mixtotypica)   საძილე ლავიწქვეშა არტერიები. აგებულებისა და ფუნქციური თავისებურებე­ბით შუამდებარეა კუნთოვან და ელასტიკური ტიპის არტერიებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) Read More …

ღვიძლის წილაკთაშორისი არტერია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის წილაკთაშორისი არტერია – -(arteria interlobularis hepatica)    ღვიძლის არტერიის უბანი. სისხლი მიაქვს ღვიძლის წილაკში. გაივლის ღვიძლის წილაკებს შორის ტრიადის შემადგენლობაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) Read More …