განმარტებითი ლექსიკონი ვაზოაქტიური – სისხლძარღვების, განსაკუთრებით არტერიების, სანათურის ტონუსზე და დიამეტრზე მოქმედი.ვაზოაქტიურს მიეკუთვნებიან ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ემოციური აგზნება, არტერიული წნევა, ნახშირორჟანგის შევცველობა ჰაერში და გარემოს ტერპერატურა.ზოგირთი მათგანი ზეგავლენას ახდენს უშუალოდ სისხლძარღვებზე, სხვები კი თავდაპირველად მოქმედებენ თავის ტვინის ვაზომოტორულ ცენტრზე და შემდეგ იქედან ინფორმაცია გადაეცემა სისხლძარღვებს.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოტონიური დაავადება – არტერიული წნევის დაქვეითება, როგორც წესი, სისხლძარღვთა ტონუსის ნერვული რეგულაციის დარღვევის შედეგია. სიმპტომები. ავადმყოფები უჩივიან არამოტივირებულ საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, ადვილად დაღლილობას, ძილიანობას. გამოკვლევისას დგინდება არტერიული წნევის დაქვეითება (100/70 მმ.ვწ.სვ). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა