Tag Archives: ასაკთან

ნეიტროპენიები მემკვიდრეობითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიტროპენიები მემკვიდრეობითი – (ნეიტრო{ფილები} + ბერძ. Penia სიმწირე) დაავადებათა ჯგუფი, რომელთა ძირითადი ნიშანია სისხლში და ძვლის ტვინში ნეიტროფილების რიცხვის მუდმივი ან პერიოდულად მკვეთრი დაცემა. მიაკუთვნებენ იშვიათ დაავადებებს. მუდმივი ნეიტროპენია ხასიათდება განმეორებადი ინფექციური პროცესებით, რომელიც ვითარდება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში, კანზე აღინიშნება ფურუნკულები, ფილტვებში აბსცესები, ნაწლავის წყლულები და

Read More

ნეიროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროგლია – (ნეირო… და glia  –  წებო), გლია, ერთობლიობა უჯრედებისა, რომლებიც ნეირონებთან ერთად შეადგენენ ნერვულ ქსოვილს. ნეიროგლიის უჯრედებით (ნეიროგლიოციტებით ანუ გლიოციტებით) ტვინში ამოვსებულია შუალედები ნეირონებსა და სისხლის კაპილარებს შორის. მათი რაოდენობა ტვინის უჯრედების საერთო რაოდენობის დაახლ. 40% – ს შეადგენს (ე. ი. დაახლ. 140 მლრდ.). ნეიროგლიის უჯრედები

Read More