Tag Archives: ასაკი

პრესენიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრესენიუმი – (ლათ. senium – სიბერე) ფსიქიატრაში – ასაკობრივი ინვოლუციისა და ორგანიზმში ენდოკრინული ცვლილებების პერიოდი, რომელიც წინ უძღვის სიბერეს (40 – 60 წლის ასაკი). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კალმანის სინდრომი

კალმანის სინდრომი – ჰიპოჰონადოტროპული ჰიპოგონადიზმის შერწყმა ანოსმიასთან. ნიშნები: სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), დაქვეითებული თმიანობა, ქოსა სახე. ავადმყოფს დაკარგული აქვს ყნოსვის შეგრძნება, ვერ არჩევს სუნს, არა აქვს პოლუცია, ერექცია იშვიათია, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია, ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, გულმკერდი დეფორმულია, ჰიპერტელორიზმი; ზედა ტუჩი და მაგარი სასა გაპობილია, სიყრუე. სასქესო ქრომატინი არ არის, კარიოტიპი 46yx.

Read More