Tag Archives: აღმწერი

შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები – (incisio myelini  –  მიელინის ნაჭდევი)   შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში ძაბრისებრი შუაშრეები, რომლებიც ნერვული ბოჭკოს სიგრძისადმი მახვილი კუთხით მიემართებიან და მიელინის გარსს ფრაგმენტებად ყოფენ. ისინი წარმოიქმნებიან მეზაქსონის რამდენადმე განშრევების შედეგად ნერვული მორჩის გარშემო შვანის  უჯრედების ბრუნვის დროს. ასე ეწოდათ მათ აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით.

Read More

სერტოლის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სერტოლის უჯრედები – / სუსტენტოციტები / –  (sustentocyti)  სათესლე კლაკნილი მილაკების ეპითელიუმის ტროფიკული და საყრდენი  უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფენ მამრობითი სას­ქესო  უჯრედების განვითარებას. წარმოშობითა და ფუნქციით ეს  უჯრედები საკვერცხის ფოლიკულური  უჯრედების ანალოგიურია. ასე ეწოდებათ 1865 წელს მათი პირველად აღმწერი ავტორის სერტოლის გვარის მიხედვით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

რუჟეს უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუჟეს უჯრედები – ადვენტიციური  უჯრედები . ასე ეწოდებათ პირველად ამ  უჯრედების დეტალურად აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რანვიეს შევიწროება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რანვიეს შევიწროება – / კვანძის შევიწროება / (isthmus nodi) რბილგარსიანი ნერვული ბოჭკოების გარსის გათხელებული რგოლის­ებრი უბნები, რომელთა ადგილას შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში მიელინის ჩანართები არ არის. რანვიეს შევიწროება შეესაბამება შვანის მეზობელ უჯრედებს შორის საზღვრების ადგილებს. ასე ეწოდებათ მათი პირველად აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More