ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის წითელი მარცვლოვნება – (granulosis rubra nasi) იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ცხვირის კანზე წითელი ფერის კვანძების არსებობით. დაავადება გვხვდება ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში; მოზრდილებში აღწერილია ერთეული შემთხვევები. ცხვირის გაწითლებულ კანზე, განსაკუთრებით მის წვერზე და ფრთებზე, ზოგჯერ კი ლოყებზე და ზედა ტუჩზე გაფანტულია მეტ – ნაკლები რაოდენობით
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შილდერის დაავადება – (სინ. დიფუზური სკლეროზი, დიფუზური პერიაქსილარული ენცეფალიტი, შილდერის ლეიკოენცეფალიტი) ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი დაავადება; მიეკუთვნება დემიელინიზირებად დაავაადებებს; ხასიათდება თავის ტვინის თეთრი ნივთიერების მასიური დესტრუქციით. ვითარდება ქვემწვავედ ან თანდათანობით და შემდგომში განუხრელად პროგრესირებს; მთავრდება თითქმის ყოველთვის ლეტალობით. ხასიათდება მსხვილი კერის ფორმირებით ერთ – ერთი ჰემისფეროს ღრმა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერმინალური ზღუდარები – დესმოსომების სახესხვაობა. ნაწლავის, თირკმლისა და ზოგიერთი სხვა ეპითელიუმის მეზობელი უჯრედების ციტოპლაზმური მემბრანის – პლაზმოლემის სპეციალიზებული უბნები. ჩვეულებრივ, ტერმინალური ზღუდარები უჯრედების აპიკალურ ნაწილშია მათი თავისუფალი ზედაპირის ქვევით. სინათლის მიკროსკოპიაში ეს წარმონაქმნები შესწავლილი და აღწერილია, როგორც ჩამკეტი (დამხშობი) ფირფიტები. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ტერმინალური ზღუდარები ციტოპლაზმის გამკვრივებული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპარგანოზი – (sparganosis)ჰელმინთოზი ცესტოდოზების ჯგუფიდან; იწვევს პლეროცერკოიდები და ხასიათდება შინაგანი ორგანოების, თვალების, კანქვეშა უჯრედისის, კუნთების დაზიანებით. ადამიანის დასნებოვნება ხდება წყალით, საკვებით (ფრინველის, ბაყაყის და სხვ. დაუმუშავებელი ხორცი), რომელიც შეიცავს პლეროცერკოიდებს. თვალის სპარგანოზის დროს ვითარდება ძლიერი ტკივილები, ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოს ფთოზი. ლავრების კანქვეშა უჯრედისში და კუნთებში პარაზიტობისას