Tag Archives: ახლომხედველობა ბავშვებში

ახლომხედველობა ბავშვებში

ახლომხედველობა თვალის რეფრაქციის ანომალიაა, რომლის დროსაც ბავშვი ვერ არჩევს შორს მყოფ საგნებს, რადგან საგნებისაგან მომავალი პარალელური სხივები ერთდება ბადურის წინ, შესაბამისად შორს მყოფი საგნის გამოსახულება ბუნდოვანია. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია თვალის წინა-უკანა ღერძის დაგრძელებით. ბავშვებში დაბადებისას თვალის კაკლის წინა-უკანა ღერძი მოკლეა, რაც განაპირობებს   ჰიპერმეტროპიას, თუმცა ზრდასთან ერთად ჰიპერმეტროპია სუსტდება და ზოგ შემთხვევაში გადადის მიოპიაში. თანდაყოლილი მიოპია

Read More

აკომოდაციის სპაზმი

აკომოდაციის სპაზმი (ცრუ ახლომხედველობა)

 

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

აკომოდაციის სპაზმი (ცრუ ახლომხედველობა) – ეს არის თვალის ცილიარული კუნთის მუშაობის  დარღვევა, რის გამოც ქვეითდება თვალის უნარი, შეინარჩუნოს სხვადასხვა მანძილზე მდებარე  საგნების მკვეთრი გამოსახულება. 

აკომოდაციის სპაზმი – მიზეზები

აკომოდაციის სპაზმი ხშირად გვხვდება ბავშვებში და ახალგაზრდა პირებში. არსებული მონაცემებით ყოველი მეექვსე სკოლის მოსწავლეს მსგავსი დარღვევა აღენიშნება.ძირითი მისი მიზეზი  ახლო მანძილზე მუშაობისას (კითხვა, კომპიუტერზე მუშაობა, ტელევიზორის ხანგრძლივი ყურება) მხედველობითი გადაძაბვაა.

Read More