Tag Archives: ბადისებრი

კანის დერმის ბადისებრი შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის დერმის ბადისებრი შრე – (stratum reticulare / cutis /) დერმის ღრმა შრე, წარმოდგენილია მკვრივი უფორმო შემაერთებელი ქსოვილით, შეიცავს კოლაგენურ ბოჭკოთა მსხვილ კონებსა და ელასტიკური ბოჭკოების ბადეს. ეს შრე უზრუნველყოფს მთელი კანის გამძლეობას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ვან – ბოგარტ – ოზეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – ბოგარტ – ოზეს სინდრომი – (L. Van Bogaert, ბელგ. ნევროპათოლოგი; J. Hozay, ფრან. ნევროპათოლოგი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სახის ჩონჩხის ანომალიით, კიდურების დამოკლებით, კანის ბადისებრი პიგმენტაციით, ასევე თავის ტვინის განუვითარებლობით, კრუნჩხვებითა და დაქვეითებული ინტელექტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More