Tag Archives: ბაზალური

მღვიმოვანი სინუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მღვიმოვანი სინუსის სინდრომი – (syndromum sinus cavernosi) სრული ოფთალმოპლეგიის შერწყმა შუბლისა და თვალბუდის არეში ტკივილებთან, რაც განპირობებულია თვალის მამოძრავებელი, განმზიდავი და თვალის ნერვების დაზიანებით, რომლებიც გაივლიან ტვინის მაგარი გარსის მღვიმოვანი სინუსის ლატერალურ კედელში; აღინიშნება ჰიპოფიზის სიმსივნის, კრანიოფარინგიომის, ბაზალური მენინგიომების, შიგა საძილე არტერიის ანევრიზმების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

მელანოციტები

მელანოციტები – (melanocyti ბერძნ.melas, melanos – მუქი და cytos – უჯრედი) კანის ეპიდერმისის ბაზალური შრის ერთ – ერთი სახე, ციტოპლაზმასა და მორჩებში პიგმენტ მელანინს შეიცავს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი