ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა
ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა congenital hip dislocation ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა – განვითარების ამ მანკის დროს ზიანდება სახსრის ყველა ელემენტი: ტაბუხის ბუდე, ბარძაყის ძვლის თავი და მისი პროქსიმალური ბოლო, მყეს-იოგოვანი აპარატი და გარემომცველი ქსოვილები. ხშირია მარცხენამხრივი ამოვადნილობა. ახალშობილებში თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე ხშირი სიმპტომია ,,ტკაცანის” სიმპტომი ბარძაყის გაშლისას, ბარძაყზე კანის ნაკეცების ასიმეტრია, კიდურის დამოკლება და მისი გარეთა როტაცია.