Tag Archives: ბიოფსია

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია მსხვილი ნაწლავის ბიოფსია ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარების  საშუალებას იძლევა. არსებობს ნაწლავის ფრაგმენტის მიღების ორი გზა — ბრმა ასპირაციული ბიოფსია  და გამიზნული ბიოფსია, რომელიც ენდოსკოპიის დროს ხორციელდება. ბიოფსიის ჩვენებები ორივე სახის ბიოფსიის ჩვენებები სხვადასხვაა — ბრმა ბიოფსია, ნაწლავის დიფუზურ დაზიანებაზე ეჭვისას გამოიყენება. გამიზნული ბიოფსია იგივე   სიტუაციებშიც შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ განსაკუთრებით სიმსივნეზე, კრონის დაავადებაზე, ტუბერკულოზზე

Read More

არტერიექტომია

განმარტებითი ლექსიკონი არტერიექტომია – არტერიის ან მისი ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა.შეიძლება ჩატარდეს დიაგნოსტიკური პროცედურის (მაგალითად,არტერიიტის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით არტერიული ბიოფსიის აღებისას) ან დახშობილი არტერიის შეცვლის (როცა არტერიის დაზიანებული უბანი იცვლება სინთეტიკური ტრანსპლანტანტით) დროს.    

ქოლესტაზი

ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება)  პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე და ქრონიკული, სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე. გამოვლინებები: კანის ქავილი, სიყვითლე, შეწოვის დარღვევა, ქსანთომები, სისხლის ბიოქიმიური

Read More