Tag Archives: ბოლოდან

ნერვული იმპულსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვული იმპულსი – აგზნების ტალღა, რომელიც ვრცელდება ნერვული ბოჭკოს მიმართულებით. წარმოიქმნება ნერვული უჯრედის (ნეირონის) გაღიზიანებით. გადასცემს სიგნალებს პერიფერიული მგრძნობიარე ნერვული ბოლოდან (რეცეპტორიდან) ცენტრალურ ნერვულ სისტემას და მისგან – შემსრულებელ ორგანოს (კუნთებს, ჯირკვლებს) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლიმფური ძარღვები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფური ძარღვები – (vasa lymphatica) ლიმფური სისტემის თხელკედლიანი, სარქვლოვანი ძარღვები და ერთი ბოლოდან ჩაკეტილი ენდოთელური მილაკები (კაპილარები), რომლებიც აღწევენ ყველა ორგანოში და ქსოვილში, გარდა თავისა და ზურგის ტვინისა, ელენთის პარენქიმისა, კანის ეპიდერმისის და ლორწოვანი გარსების ეპითელური საფარველის, ხრტილების, თვალის კაკლის გარსების, თვალის ბროლისა და პლანცეტისა. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

English English Georgian Georgian