Tag Archives: ბოჭკოთა

ოსტეონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეონი – (osteon ბერძნ.osteon – ძვალი) ლულისებრი ძვლის კომპაქტური ნივთიერების სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება სისხლძარღვის გარშემო კონცენტრულად დაშრევებადი ძვლოვანი ფირფიტებისაგან და ხასიათდება ორ მეზობელ ფირფიტაში კოლაგენურ ბოჭკოთა მიმართულების სხვადასხვაობით, რითაც უზრუნველყოფილია ძვლის სიმტკიცე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

კანის დერმის ბადისებრი შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის დერმის ბადისებრი შრე – (stratum reticulare / cutis /) დერმის ღრმა შრე, წარმოდგენილია მკვრივი უფორმო შემაერთებელი ქსოვილით, შეიცავს კოლაგენურ ბოჭკოთა მსხვილ კონებსა და ელასტიკური ბოჭკოების ბადეს. ეს შრე უზრუნველყოფს მთელი კანის გამძლეობას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More