Tag Archives: ბრაუნის

ნიგარდ – ბრაუნის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიგარდ – ბრაუნის სინდრომი – (К. К. Nygaard; G. Е. Brown; სინ. ნიგარდ – ბრაუნის დაავადება) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქვედა კიდურებისა და მენჯის არტერიების მრავლობითი განმეორებადი თრომბოზით, სისხლის დაჩქარებული შედედებით და სისხლდენის დროის შემოკლებით თრომბინის ინდექსის ცვლილების გარეშე: ვლინდება ძლიერი ტკივილებით წვივის კუნთებში, ხანგამოშვებითი სიკოჭლით;

Read More

ეატონ – ლამბერტის სინდრომი

ეატონ – ლამბერტის სინდრომი – აღინიშნება ნელა მაპროგრესირებადი წვრილუჯრედოვანი ბრონქოკარცინომის დროს. ვლინდება კუნთების სისუსტით, განსაკუთრებით მენჯის და ბარძაყის მიდამოში, ადვილად დაღლით, პირის სიმშრალით, პარესთეზიებით, ღრმა მყესთა რეფლექსების მოშლით, ატაქსიით, ნისტაგმით, დიზართრიით, ინტენციური კანკალით, თავბრუსხვევით. სინონიმი: დენი – ბრაუნის IV სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

English English Georgian Georgian