ცილინდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილინდრომა – (cyindroma; ცილინდრი + – oma სიმსივნე; სინ.: ადენოცისტური კიბო) ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ცილინდრული სტრუქტურების წარმოქმნითა და სტრომის ჰიალინოზით. ცილინდრომა ვითარდება სანერწყვე ჯირკვლებში, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს საცრემლე ჯირკვლებშიც, ზედა Read More …

ფილტვისმიერი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვისმიერი გული – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შედეგად გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით და (ან) დილატაციით; წარმოიქმნება, როგორც წესი, ბრონქების, ფილტვების, ფილტვის სისხლძარღვების, დიაფრაგმის, პლევრისა და გულმკერდის დაზიანებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო Read More …

ფილტვის ატელექტაზი

ფილტვის ატელექტაზი ფილტვის ატელექტაზი, ფილტვის ატელექტაზის სახეები, ფილტვის ატელექტაზი – კლინიკური სურათი, ფილტვის ატელექტაზი – დიაგნოსტიკა, ფილტვის ატელექტაზი – მკურნალობა და პროფილაქტიკა >>>

ფილტვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვი – (ლათ.pulmo ბერძნ.pneumon)  სასუნთქი სისტემის მთავარი ორგანო, შედგება ბრონქების დატოტვილი ჰაერგამტარი გზებისა და სასუნთქი სისტემის რესპირაციული ნაწილის  –  ფილტვების ბუშტუკების  –  ალვეოლათა სისტემისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის Read More …

ტრაქეობრონქომეგალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაქეობრონქომეგალია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ტრაქეისა და მთავარი ბრონქების დიამეტრის გაზრდით. მიმდინარეობს ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზების განვითარებით, ბრონქების დრენაჟული სისტემის დარღვევის შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და Read More …

ტრაქეობრონქიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაქეობრონქიტი – (ბერძნ. Tracheia ტრაქეა, სასულე; bronchos ბრონქი,  – itis ანთება) სასულისა და ბრონქების ლორწოვანი გარსების ერთდროული ანთება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტრაქეისა და ბრონქების უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაქეისა და ბრონქების უცხო სხეულები – შეიძლება იყოს ნებისმიერი მცირე ზომის საგანი: მზესუმზირისა და საზამთროს თესლები, ღილები, ქინძისთავები, ლურსმნები, ჭიკარტები და სხვ. ხშირია ბავშვებში; ხვდება პირის ღრუდან ღრმად ჩასუნთქვის დროს. არაიშვიათად შესაძლებელია Read More …

ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება პარაფარისებრი ჯირკვლების ჰორმონის უკმარისობით, რასაც მივყავართ ორგანიზმში კალციუმის შემცველობის დაქვეითებამდე და კრუნჩხვითი, მტკივნეული შეტევების განვითარებამდე. ჰიპოპარათირეოზი შესაძლებელია განვითარდეს, სტრუმექტომიის დროს აღნიშნული ჯირკვლების შემთხვევით მოცილების შედეგად. იშვიათად Read More …

სუაირ – ჯეიმსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუაირ – ჯეიმსის სინდრომი – ფილტვების ცალმხრივი ემფიზემა, რომელიც ვითარდება განმეორებითი ბრონქიტებისა ან პნევმონიების შემდეგ. ნიშნები: ფილტვის ცალმხრივი ან ფილტვის ერთი წილის ემფიზემა სათანადო ფიზიკალური მოვლენებით. რენტგენოლოგიურად შესუნთქვის დროს გული განიცდის ცდომას Read More …

სპაზმი

სპაზმი – (ბერძ. spasmus – ვჭიმავ) კუნთის ან კუნთთა ჯგუფის უნებლიე ტონური შეკუმშვა. განასხვავებენ განივზოლიანი კუნთებისა და გლუვკუნთოვანის – სისხლძარღვთა კედლის, ბრონქების, საყლაპავის, ნაწლავისა და სხვ. სპაზმებს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი