Tag Archives: გადაადგილების

ცთომილი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცთომილი უჯრედები – (cellulae migrantes) უჯრედები, რომლებსაც გადაადგილების უნარი აქვთ. ეს თვისება ახასიათებს მიკროფაგებს (ნეიტროფილურ ლეიკოციტებს) და როგორც ჰემატოგენურ (ლიმფოციტები და მონოციტები), ისე ჰისტოგენურ მაკროფაგებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰისტიოციტებიდან, რეტიკულური უჯრედებიდან და ზოგიერთი ორგანოს სისხლძარღვების ენდოთელიუმის უჯრედებიდან. ჰისტიოციტების აღსანიშნავად ა.ა.მაქსიმოვმა შემოიღო ტერმინი „მოსვენებითი მაკროფაგები“ ანუ „ცთომილი უჯრედები მოსვენებით

Read More

ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა – ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით; (საქართველოს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქმედობაუნარიანობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქმედობაუნარიანობა – 1. თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარი; (საქართველოს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ). 2.   პიროვნების თვისება განახორციელოს საკუთარის სურვილები, უფლებები, მოვალეობები და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსევდოპოდიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოპოდიები – (pseudopodiae ბერძნ.pseudos  –  ცრუ და pus, podos  –  ფეხი)  უჯრედების ციტოპლაზმის თითისებრი წანაზარდები, რომელთაც გადაადგილების უნარი აქვთ. ისინი წარმოიქმნებიან შიგნიდან ციტოპლაზმის დაწოლის შედეგად. ფსევდოპოდიები შეიწევს უკან, ციტოპლაზმის სიღრმეში. ამ წარმონაქმნების მეოხებით უჯრედებს გადაადგილება შეუძლია. ისინი ძლიერ დამახასიათებელია ცთომილი  უჯრედებისათვის (მაგალითად, ნეიტროფილურ ლეიკოციტებში, ჰისტიოციტებსა და სხვა

Read More

ფრიდრეიხის ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრიდრეიხის ატაქსია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზურგის ტვინის გამტარი სისტემებისა და პერიფერიული ნერვული ბოჭკოების  დეგენერაციასთან. ვლინდება 8 – 15 წლის ასაკში მერყევი ნაბიჯებითა და ხშირი დაცემებით. აღინიშნება ატაქსია და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, აგრეთვე ღრმა მგრძნობელობის დარღვევა, კუნთების დასუსტება კიდურების დისტალურ ნაწილებში, სკოლიოზი და ტერფის დეფორმაცია. შესაძლებელია

Read More