წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინამდებარე ჯირკვლის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნური ზრდა. გვხდება 50 წელს გადაცილებული ასაკის მამაკაცებში. ადენომა ვითარდება ნელა; თანდათანობით აწვება შარდსადენს, აძნელებს შარდის ბუშტის დაცლას. პირველი დამახასიათებელი ნიშანია შარდვის გახშირება, განსაკუთრებით ღამით: Read More …

ქრონიკული ეთმოიდიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ეთმოიდიტები – მიმდინარეობენ კატარული ანთებითი პროცესის ტიპით. ცხავის უჯრედების გამომტანი ხვრელების ირგვლივ წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის გასქელება, რომელიც წარმოადგენს წვრილ და მრავალრიცხოვან პოლიპებს. ავადმყოფები უჩივიან დამწოლ ტკივილს ცხვირის ფუძის და თვალბუდის შიგნითა Read More …

ფელინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფელინოზი – (ლათ. Felinus კატის + osis; სინ.: კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი, კატის ნაკაწრის დაავადება)ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში აღწევს კატის ნაკაწრით ან ნაკბენით დაზიანებული კანიდან; დაავადება ხასიათდება ტემპერატურის მომატებით, რეგიონალური ლიმფადენიტით და Read More …

სინოვიური ცისტა კანის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ცისტა კანის – კეთილთვისებიანი ცისტა, რომელიც ვითარდება კანის შემაერთებელი ქსოვილის ლორწოვანი დისტროფიის შედეგად. გვხვდება იშვიათად, უპირატესად ქალებში 40 წლის ასაკის ზემოთ; ცისტა ამოვსებულია ლორწოვანი ნივთიერებით. კანის სინოვიური ცისტა ლოკალიზებულია მტევნის თითების Read More …