ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლის კოჟრი – ძვლოვანი ქსოვილის უბანი, რომელიც ვითარდება ძვლის მოტეხილობის ადგილზე და აერთებს მის ნამსხვრევებს. წარმოიქმნება მოტეხილობიდან პირველი 7 – 10 დღის განმავლობაში, შემდგომ 7 – 10 დღის განმავლობაში იგი იცვლება ოსტეოიდური ქსოვილით, ხოლო 20 – 21 დღიდან იწყება მისი გაკირვა, რაც ვლინდება რენტგენოლოგიურად. ძვლის კოჟრის არასრულფასოვნება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდროკალცინოზი – (chondrocalcinosis; ბერძ. Chondros ხრტილი)კალციუმის მარილების ჩალაგება ხრტილოვან ქსოვილში. გაკირვა შესაძლოა განიცადოს როგორც ჰიალინურმა ხრტილმა ასევე ბოჭკოვანმაც. ქონდროკალცინოზი ვითარდება ხრტილოვანი ქსოვილის დისტროფიის შედეგად და ამიტომ აღინიშნება უპირატესად მოხუცებულებში. ქონდროკალცინოზის სხვა მიზეზს წარმოადგენს კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევა, როგორც გენეტიკურად განპირობებული, ასევე შეძენილი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარას სინდრომი – -(К. Th. Fahr; სინ. ტვინის სისხლძარღვების მემკვიდრეობითი გაკირვა) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების გაკირვით, რომლებიც კვებავენ თავის ტვინის შიგა კაფსულას და ბაზალურ ბირთვებს; ვლინდება 20 – 30 წლის ასაკში ათეტოზით, ტრემორით, ცენტრალური დამბლით, ეპილეპროფორმული გულყრებით, პროგრესირებადი ჭკუასუსტობით; მემკვიდრულობის ტიპი დადგენილი არ არის. გაფრთხილება! ბმულები: