Tag Archives: გამოიხატება

პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადება – თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოიხატება კიდურების, თავის კანკალით, შენელებული მოძრაობებით, მუსკულატურის ტონუსის მომატებითა და საერთო შებოჭილობით. (1) პარკინსონის დაავადება (Parkinson disease) – მემკვიდრულ-დეგენერაციული დაავადება, დამახასიათებელია კანკალი (პარალიზური კანკალი) და სხვა. არის თავის ტვინის დაზიანების შედეგი. სავარაუდოდ, გადაეცემა აუტოსომურ-დომინანტური ტიპით (დაბალი პენეტრანტობით). (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

პარაფაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაფაზია – 1. საკუთარი აზრების ვერბალურად გამოხატვის უნარის დაქვეითება, ერთი სიტყვის მაგიერ, მეორის თქმა. 2. (ფსიქოლოგია) (ბერძ – para – მახლობლად, phasis — მეტყველება) – მეტყველების საჭირო ხმების (ასოები) ან სიტყვების შეცვლა სხვებით; ცალკეული ხმებისა (ასოების) და სიტყვების არასწორი გამოყენება ზეპირ და წერით მეტყველებაში. განასხვავებენ ორ ტიპს:

Read More