Tag Archives: გამომწვევია

სასუნთქი გზების მწვავე კატარი

სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სარკოსპორიდიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოსპორიდიოზი – პარაზიტული დაავადება, რომელიც გვხვდება უპირატესად ტროპიკულ ქვეყნებში; მისი გამომწვევია სარკოსპორიდიები. მათი ცისტები აღწევენ ადამიანის ორგანიზმში თერმულად არასაკმარისად დამუშავებული საქონლის ან ღორის ხორცის მიღების შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა