Tag Archives: გამოყოფილია

სინდესმოქორიული პლაცენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდესმოქორიული პლაცენტა – (placenta syndesmochochorialis ბერძნ.desmos  –  კავშირი, დაკავშირება, აქ შემაერთებელი ქსოვილი)  იგი ნახევარპლაცენტაა. ქორიონი შლის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმს და უშუალოდ ეხება საშვილოსნოს გაშიშვლებულ პერივასკულურ (პერიკაპილარულ) შემაერთებელ ქსოვილს, ქორიონი დედის სისხლისგან გამოყოფილია შემაერთებელქსოვილოვანი შრითა და სისხლძარღვების ენდოთელიუმით (იგი აქვთ მცოხნავ ცხოველებს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

პრეზუმპციური ნერგები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრეზუმპციური ნერგები – (ლათ. presumptio – ვარაუდი) მომავალ ორგანოთა სავარაუდო ნერგები, რომლებიც ბლასტულაში გამოყოფილია ექსპერიმენტულად. პრეზუმპციური ნერგებიდან გასტრულაციის პერიოდში წარმოიქმნება ჭეშმარიტი ემბრიონული ნერგები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა