Tag Archives: გახდა

ქვანტური კომპიუტერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქვანტური კომპიუტერი – (ინტ.) information quality    ჰიპოთეზური კომპიუტერი, რომელიც იყენებს «გამოთვლების ქვანტური პარალელიზმის“ პრინციპს ცალკეული ან ბმული ქუბიტების გადამუშავების მიზნით; თავისი მახასიათებლების (სწრაფმოქმედება, მეხსიერების მოცულობა) დონის მიხედვით იგი რამდენიმე რიგით შეიძლება აღემატებოდეს დღევანდელ კომპიუტერებს; თუ  ასეთი კომპიუტერის შექმნა შესაძლებელი გახდა, არნახულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

Read More

ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში) – (ბერძ. Toxikos შხამიანი)  პათოლოგიური მდოგმარეობა ადრეული ასაკის ბავშვებში, რომელიც ვითარდება ინფექციური აგენტის ზემოქმედების პასუხად; ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, პერიფერიული მიკროცირკულაციისა და ნივთიერებათა ცვლის  დარღვევით, ასევე ორგანიზმის მრავალი სისტემისა და ორგანოს ფუნქციის მოშლით. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ტოქსიკური სინდრომის ფორმაზე; ნეიროტოქსიკოზისათვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი,

Read More