Tag Archives: გლიკოგ

ციტოპლაზმის ჩანართები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის ჩანართები – (inclusiones cytoplasmatis სინ.დეიტოპლაზმა, პარაპლაზმა) – ციტოპლაზმის არამუდმივი ნაწილები, რომლებიც უფრო ხშირად არიან უჯრედშიგა ცვლის პროდუქტები ან სეკრეციის და პიგმენტების წარმოქმნის პროცესში გამომუშავებული ნივთიერებანი, ან ფაგოციტოზისა და პინოციტოზის საშუალებით უჯრედის მიერ გარემოდან შთანთქმული ნაწილაკები. თხიერ ჩანართებს ეწოდება ვაკუოლები, მკვრივს – გრანულები. არჩევენ ჩანართების რამდენიმე ჯგუფს:

Read More

ღვიძლის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის უჯრედები – (cellulae hepaticae seu hepatocyti)   ჰეპატოციტები ღვიძლის პარენქიმის ეპითელური  უჯრედებია. ისინი განლაგებულია ბაგირაკების მსგავსად, რომლებიც რადიალურადაა მიმართული ღვიძლის წილაკების ფარგლებში. ბაგირაკებს შორის გადის წილაკთაშიგა კაპილარები. ღვიძლის  უჯრედები გამოიმუშავებს ნაღველს, აგროვებს გლიკოგენს, გამოყოფს შარდოვანას, სისხლის ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. იხ. ჰეპატოციტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

უწამწამო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უწამწამო უჯრედები – (cellulae aciliatae; epitheliocyti aciliati) ბრონქიოლის ეპითელიუმის უჯრედთა ერთ – ერთი სახე, აქვს პრიზმული ფორმა, აპიკალური ნაწილი შეიცავს გლიკოგენის ჩანართებს, მიტო­ქონდრიებსა და სეკრეტის მსგავს გრანულებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მალტოზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მალტოზა – დისაქარიდი, წარმოქმნილი გლუკოზის ორი ნაშთისაგან. ცოცხალ ორგანიზმში წარმოიქმნება სახამებლისა და გლიკოგენის დაშლისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მაკ – არდლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკ – არდლის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, გლიკოგენოზის სახესხვაობა. დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფორილაზის უკმარისობასთან კუნთებში, რაც იწვევს მათში გლიკოგენის დაგროვებას. ვლინდება ბავშვობის ასაკში კუნთების ტკივილებით, სისუსტითა და მსუბუქი ჰიპოტროფიით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მიოგლობინურია. მიოკარდიუმში გლიკოგენის დაგროვების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გულის უკმარისობა. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

Read More