Tag Archives: გლუვი

წინამდებარე ჯირკვალი

წინამდებარე ჯირკვალი – 1. (prostata ბერძნ.prostates – ხელმძღვანელი, წარმდგენი) მამაკაცის სასქესო სისტემის დამატებითი ჯირკვალი, რომლის ტერმინალური ალვეოლურ – მილაკოვანი ნაწილები გამოყოფილია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ჩანაფენებითა და გლუვი კუნთოვანი ქსოვილის ძლიერი კონებით. ჯირკვლის სეკრეტი ათხიერებს სპერმას, შეიცავს ჰორმონის მსგავს პროდუქტებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  პროსტატა; მამაკაცის კენტი

Read More

შარკო – ლეიდენის კრისტალები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკო – ლეიდენის კრისტალები – (J. М. Charcot, 1825—1893, ფრანგი ნევროპათოლოგი; Е. V. Leyden, 1832—1910, გერმანელი ნევროპათოლოგი; სინ. ბიცოცერო – ნეიმანის კრისტალები)   –  გლუვი, უფერო, ოქტაედის ფორმის კრისტალები, რომელიც ვლინდება ბრონქული ასმით ან ასთმური ბრონქიტით დაავადებულის ნახველის მიკროსკოპული გამოკვლევისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსი – (tunica muscularis)   შედგება გლუვი კუნთოვანი ქსოვილის 2 ან 3 შრისაგან, რომელთაც აქვთ გასწვრივი (სიგრძივი), ცირკულური და ირიბი მიმართულება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ღვიძლის ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ექინოკოკი – (ქირურგ.) განასხვავებენ ორ ფორმას; ერთსაკნიანი და მრავალსაკნიანი ექინოკოკი. ერთსაკნიანი ექინოკოკის დროს ღვიძლში ვითარდება ერთი დიდი კისტა, მრავალსაკნიანის დროს – მრავალი წვრილი კისტები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ დიდ კონგლომერატში. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება კლინიკურად ვლინდება მხოლოდ მას  შემდეგ, რაც კისტა აღწევს მნიშვნელოვან ზომებს და ახდენს მნიშვნელოვან

Read More

ქრონიკული სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული სურდო – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) გვხვდება მარტივი, ჰიპერტროფიული და ატროფიული სახით. ვითარდება ხშირი მწვავე გაცივებების, ინფექციური დაავადებების, ადენოიდების, ქრონიკული სინუსიტების, პროფესიული მავნებლობების ნიადაგზე. სიმპტომები. მარტივი ქრონიკული სურდოს დროს აღინიშნება ცხვირის ნიჟარების უმნიშვნელო ჰიპერემია და შეშუპება. სიმპტომები ანალოგიურია, რაც მწვავე სურდოს დროს, თუმცა ნაკლებად

Read More

English English Georgian Georgian