Tag Archives: გლუვკუნთოვან

სუბენდოთელური შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბენდოთელური შრე – (stratum subendotheliale)  სისხლ­ძარღვის შიგნითა გარსის შრე, შედგება გლიკოზამინგლიკანებით მდიდარი ფაშარი ნაზფიბრილური შემაერთებელი ქსოვილისაგან, ხანდახან შეიცავს გლუვკუნთოვან უჯრედებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპლანქნოტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპლანქნოტომი – (splanchnotomus ბერძნ.splanchna  –  შიგნეულობა, tomos  –  ნაწილი)  –  ძუძუმწოვართა ჩანასახების მეზოდერმის არასეგმენტირებული ვენტრალური ნაწილია. იგი შედგება ორი ფურცლისაგან: გარეთა პარიესული და შიგნითა ვისცერული ფურცლებისაგან. ფურცლებს შორის არის ნაპრალისებრი სივრცე  –  სხეულის მეორადი ღრუ (ცელომი). პარიესული ფურცლიდან წარმოიქმნება კანის შიგნითა ფურცელი  –  მეზენქიმა (დერმა). ვისცერული ფურცლის

Read More

გლუვიკუნთოვანი ქსოვილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლუვიკუნთოვანი ქსოვილი – (textus muscularis nonstriatus) მეზენქიმური წარმოშობის გლუვკუნთოვან უჯრედთა ერთობლიობა, რომლებსაც გარს ევლება კოლაგენურ და ელასტიკურ ბოჭკოთა ბადე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

აქალაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქალაზია – გლუვკუნთოვან სფინქტერთა მოდუნების უნარის დაკარგვა. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა