Tag Archives: გონების

შეტევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეტევა – 1. უეცრად წარმოქმნილი, ხანმოკლე, ჩვეულებრივ მრავალჯერ განმეორებადი, დროში შემოსაზღვრული პათოლოგიური მდგომარეობა (გონების დაკარგვა, კრუნჩხვები და სხვ.) 2. (ინტ.) attack  ინტერნეტის დაცვის სისტემის გადალახვის მცდელობა; ”შეტევის წარმატების“  ხარისხი სისტემის დაცვის ეფექტურობაზე (ან ნაკლოვანებებზე) არის დამოკიდებული. ეს პროცესი ინტერნეტის მომხმარებელთათჳის ”ვირუსების შეტევითაა” უფრო ცნობილი, მაგრამ არსებობს შეტევის

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). სიმპტომები. ჩვეულებრივ ავადმყოფებს დაავადების მეტ – ნაკლებად ხანგრძლივი მიმდინარეობისას, უვითარდებათ თირკმლების დაზიანების სიმპტომები. თირკმლის უკმარისობის

Read More

ფუგა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუგა – (ლათ. fuga – სირბილი) ფსიქიატრიაში – უეცარი და ხანმოკლე მოძრაობითი აგზნება ელემენტარული მოძრაობისა და მოქმედების ფორმით, რომელიც მიმდინარეობს გონების დაბინდვით. სიმპტომია ეპილეფსიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისა და სხვ. დაავადებების. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსიქიკური შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური შოკი – რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში გარემოებების და სიტუაციების უეცრად წარმოქმნისას, რომელიც იწვევს შიშის მკვეთრი ეფექტის წარმოქმნას. ვლინდება მწვავე ფსიქოგენური სტუპორის  ფორმით, სრული უმოძრაობითა და მუტიზმით, ან ქაოსური, უაზრო მოძრაობითი აგზნებით. ორივე ფორმა მიმდინარეობს გონების დაბინდვით, ვეგეტატიური დარღვევებით (ტაქიკარდია, კანის საფარველის სიფერმკრთალე, პროფუზული ოფლიანობა

Read More