გულის არითმიები (II)
გულის არითმიები (II) არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე დასაწყისი იხ.>>> გულის ბლოკადა – გულის ნორმალური მოქმედების დარღვევა, რომელიც გამოწვეულია გამტარ სისტემაში იმპულსის გატარების შენელებით ან შეწყვეტით. ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სინოატრიულ (წინაგულების მიოკარდის დონეზე), წინაგულ – პარკუჭოვანი (ატრიოვენტრიკულური კვანძის დონეზე) და პარკუჭთაშიგა ბლოკადებს (ჰისის კონის მისი განტოტებების დონეზე). გამოხატულების მიხედვით განასხვავებენ გამტარობის შენელებას (ყოველი იმპულსი შენელებულად ტარდება გამტარი სისტემის