Tag Archives: გულის

მაკ – არდლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკ – არდლის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, გლიკოგენოზის სახესხვაობა. დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფორილაზის უკმარისობასთან კუნთებში, რაც იწვევს მათში გლიკოგენის დაგროვებას. ვლინდება ბავშვობის ასაკში კუნთების ტკივილებით, სისუსტითა და მსუბუქი ჰიპოტროფიით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მიოგლობინურია. მიოკარდიუმში გლიკოგენის დაგროვების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გულის უკმარისობა. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

Read More

ლიბმან – საქსის ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიბმან – საქსის ენდოკარდიტი – (E. Libman, ამერ. ექიმი; B. Sacks, ამერ. ექიმი) კედლისმიერი ან სარქვლოვანი ენდოკარდის ანთება, რაც დაკავშირებულია სისტემურ წითელ მგლურასთან; ხასიათდება მეჭეჭისებრი ჩანართების განვითარებით ენდოკარდზე და ვლინდება შუილით დაზიანებული სარქვლის ზემოთ; საბოლოოდ შესაძლოა ჩამოყალიბდეს გულის მანკი, ხშირად მიტრალური უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More