Tag Archives: გულმკერდში

კერშნერ – ადამსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კერშნერ – ადამსის სინდრომი – ქრონიკული არასპეციფიკური ჩირქოვანი პნევმონიტი. ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონიის ნაირსახეობა. დაავადება ვითარდება ნელა, წლების მანძილზე. ნიშნები: ხველა ნახველის მცირე რაოდენობით, ჰემოფტიზი, ტკივილი გულმკერდში, პერკუსიის მოყრუების მცირე ზონა, უპირატესად ცალმხრივი მშრალი ხიხინი, საერთო მდგომარეობა შედარებით კარგია, ტემპერატურა ნორმალური, რენტგენოლოგიურად შემოფარგლული, სეგმენტური დაჩრდილვა, რომელიც მოგვაგონებს ატელექტაზს.

Read More

ინფარქტი ფილტვის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფარქტი ფილტვის – ფილტვის ქსოვილის ჰემორაგიული ინფარქტი, რომელსაც აქვს სამკუთხედის ფორმა ფართო ფუძით, მიმართული პლევრისაკენ; ვითარდება, როგორც წესი, ფილტვის არტერიების ტოტების დაცობით; ვლინდება სისხლიანი ხველით, ტკივილით გულმკერდში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა