Tag Archives: გულყრებით

ფარას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარას სინდრომი – -(К.  Th.  Fahr;  სინ.  ტვინის სისხლძარღვების მემკვიდრეობითი გაკირვა)   მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების გაკირვით, რომლებიც კვებავენ თავის ტვინის  შიგა კაფსულას და ბაზალურ ბირთვებს; ვლინდება 20  –  30 წლის ასაკში ათეტოზით, ტრემორით, ცენტრალური დამბლით, ეპილეპროფორმული გულყრებით, პროგრესირებადი ჭკუასუსტობით; მემკვიდრულობის ტიპი დადგენილი არ არის. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ტუბეროზული სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბეროზული სკლეროზი – მემკვიდრეობითი დაავადება ფაკომატოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება თავის ტვინში გლიის სიმსივნური ზრდით. ვლინდება ტრიადით – პროგრესირებადი ჭკუასუსტობით, ეპილეფსური გულყრებით და სახის ქონის ჯირკვლების პიგმენტური ადენომებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა