გლომერულიტი

განმარტებითი ლექსიკონი გლომერულიტი – თირკმლების მწვავე ან ქრონიკული დაავადების დროს გორგლების ფუნქციონირების ნებისმიერი  დარღვევა ან დაზიანება.

დოფამინური ჰიპოთეზა

განმარტებითი ლექსიკონი დოფამინური ჰიპოთეზა – თეორია,რომელიც დაფუძნებულია იმაზე,რომ შიზოფრენიის განვითარება ნაწილობრივ დაკავშირებულია დოფამინის მეტაბოლიზმის დარღვევასთან და დაავადება შეიძლება განიკურნოს ისეთი წამლების (მაგალითად,ქლორპრომაზინის) მიღებით,რომლებიც ხელს უშლიან მის (როგორც ნეირომედიატორის) მოქმედებას.

ჰემოკონცენტრაცია

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოკონცენტრაცია – პლაზმაში ერითროციტების რაოდენობის მომატება,რაც დაკავშირებულია პლაზმის მოცულობის შემცირებასთან.ჰემოკონცენტრაცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმის მიერ  სითხის ძლიერი დაკარგვა.

ვირუსოლოგია

განმარტებითი ლექსიკონი ვირუსოლოგია – მეცნიერება ვირუსების და ვირუსული დაავადებების შესახებ.

აუტოფსია

განმარტებითი ლექსიკონი აუტოფსია – გვამის გაკვეთა და გამოკვლევა სიკვდილის მიზეზების ან სიკვდილის გამომწვევი დაავადების დადგენისთვის.