Tag Archives: დაზიანებისას

პანკრეატექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანკრეატექტომია – (ბერძ. Pankreas, pankreatos კუჭქვეშა ჯირკვალი + ბერძ. Ektome ამოკვეთა) კუჭქვეშა ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა; ჩვენებებია: კუჭქვეშა ჯირკვის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, კეთილთვისებიანი სიმსივნეები ჯირკვლის პარენქიმაში მათი ღრმად მდებარეობისას, ქრონიკული ინდურაციული პანკრეატიტი, მწვავე დესტრუქციული პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის ტრავმები მისი მთავარი სადინრისა და პარენქიმის დაზიანებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

პათოლოგიური სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოლოგიური სუნთქვა – თავის ტვინის ფუძის დაზიანების მქონე ავადმყოფებში – ხშირად აღინიშნება კომატოზური მდგომარეობის ფონზე. ჰიპერვენტილაცია ჩვეულებრივ წარმოიქმნება მეტაბოლური აციდოზის დროს (მაგ. ურემიის დროს, ეთილენგლიკოლით მოწამვლისას), ასევე შუა ტვინისა და ხიდის დაზიანების დროს (ცენტრალური ნეიოროგენური ჰიპერვენტილაცია). ჩეინ – სტოქსის სუნთქვა აღინიშნება ჰემისფეროების ღრმა ნაწილების ორმხრივი მსუბუქი დაზიანებისას,

Read More