Tag Archives: დანლოსის

ჩერნოგუბოვის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩერნოგუბოვის სინდრომი – შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობითი პათოლოგია. მისი სიმპტომთკომპლექსია სახსართა ჰიპერმოძრაობა, ხშირი ამოვარდნილობა, კანის ელასტიკურობის მომატება, სისხლძარღვთა დაშლა, კანის მსხვრევადობა, კუნთების ჰიპოტონია. იხ. სინონიმები: ელერს  –  დანლოსის სინდრომი, ბეკერენ  –  ელერს  –  დანლოსის სინდრომი, ლეგერის მეზენქემატოზური ელასტიკური ფიბროდისპლაზიადა თანდაყოლილი მეზენქიური დისტროფია. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

მუნიე – კუნის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუნიე – კუნის სინდრომი – კანის სისხლძარღვთა მსხვრევადობა და კუნთების სისუსტე. წარმოადგენს ელერს – დანლოსის სინდრომის (იხ.) ტიპს, როცა სახსარში ამოვარდნილობას, მოძრაობის მომატებასა და კანის ელასტიკურობის გაძლიერებას თან ერთვის შინაგან ორგანოთა ისეთი დაზიანებანი, როგორიცაა დიაფრაგმის თიაქარი, საყლაპავისა და სასუნთქი ტრაქტის ექტაზია. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

English English Georgian Georgian