ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპათოლოგია – პათოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობას უჯრედისა და მისი კომპონენტების დონეზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოლოგია – (cytologia ბერძნ.cytos – უჯრედი და logia – მოძღვრება, მეცნიერება) ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს უჯრედების აგებულებას, ფუნქციისა და განვითარების კანონზომიერებებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შინაგანი დაავადებები – კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი ორგანოების დაავადებების განვითარებისა და გამოვლენის მიზეზებსა და მექანიზმებს, შეიმუშავებს მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა (გარდა ქირურგიულისა და სხივურისა) და პროფილაქტიკის მეთოდებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალთა ფსიქოლოგია, მამაკაცთა ფსიქოლოგია – (ფსიქოლოგია) ფსიქოლოგიის ახალი დარგი, რომლის შესწავლის საგანს წარმოადგენს: 1. სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ფსიქოფიზიკური, პიროვნული, კოგნიტური განვითარების თავისებურებები; 2. ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება გენდეროისოციალიზაციის ასიმეტრიის, პოლარული სტერეოტიპების (სქესობრივი იდენტურობა; სქესობრივი როლები), შედეგად, ასაკობრივი განვითარების (მაგალითად, მენოპაუზა) და ფიზიოლოგიური ფუნქციების (მაგალითად, ძუძუთი კვება) თავისებურებების
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოფიზიოლოგია – (ფსიქოლოგია) ფსიქოლოგიასთან და ნეიროფსიქოლოგიასთან ერთად არსებული დისციპლინათშორისი გამოკვლევების დარგი, რომელიც ფსიქიკას შეისწავლის მის ნეიროფიზიოლოგიურ სუბსტრატთან მთლიანობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა