გაფანტული ენცეფალომიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფანტული ენცეფალომიელიტი – ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე ანთებითი დაავადება, სავარაუდოდ ავტოიმუნური ბუნებისა, რომელიც მიმდინარეობს თავისა და ზურგის ტვინის მრავალკეროვანი დაზიანებებით. წარმოიქმნება როგორც გადატანილი ვირუსული, იშვიათად მიკოპლაზმური ან ბაქტერიული ინფექციის, ან იმუნიზაციის გართულება. Read More …