ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპიტუიტარიზმი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონების დაქვეითებული წარმოქმნით. წარმოიქმნება, მაგ. ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეებისას, ოპერაციების, დასხივების შედეგად. ქალებში ვლინდება ამენორეით და მამაკაცებში უნაყოფობით, თირეოტროპული ჰორმონის დეფიციტი იწვევს მეორად ჰიპოთირეოზს, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დეფიციტი – ჰიპოკორტიციზმს. შესაძლო გამოვლინებებია: გასუქება ან კახექსია, ჯუჯოვნება, სასქესო ორგანოების ატროფია და სხვ.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოკაპნია – არტერიულ სისხლში ნახშირმჟავას დაქვეითებული შემცველობა, მაგ. ჰიპერვენტილაციისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ჰიპოკალციემია – სისხლის შრატში კალციუმის დაქვეითებული შემცველობა, მაგ. ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი