Tag Archives: დაშლით

პიკნოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოზი – (pycnosis ბერძნ.pycnosis – გამკვრივება) უჯრედის დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა. ამ დროს აღინიშნება უჯრედის ბირთვის ზომის შემცირება, მისი გამკვრივება, შეჭმუხნა და ქრომატინის ჰომოგენური მასის ინტენსიური შეღებვა (ჰიპერქრომატოზი) ქრომატინის შემდგომი დაშლით წვრილ ბელტებად, რომლებიც გაიწოვებიან. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ბირთვის ნივთიერების კოლოიდების გამკვრივება წყლის დაკარგვასთან დაკავშირებით.

Read More

მიელომური დაავადება

მიელომური დაავადება – 1. ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზების ჯგუფიდან – პლაზმური უჯრედების ზრდა ძვლის ტვინის ინფილტრაციით, ძვლოვანი ქსოვილის დაშლით და ნორმალური სისხლწარმოქმნის დარღვევით. ვლინდება სისუსტით, დაღლილობით, ოსტეოლიზის მრავლობითი კერებით, ძვლებში ტკივილით, ჰიპერკალციემიითა და სპონტანური მოტეხილობებისადმი მიდრეკილებით, ცილოვანი ცვლის დარღვევით, თირკმელების დაზიანებით, ანემიით. მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ზოგჯერ – სხივური თერაპია, პლაზმოფერეზი. 2. სისხლმბადი ორგანოების დაავადება,

Read More