ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ექინოკოკი – (ქირურგ.) განასხვავებენ ორ ფორმას; ერთსაკნიანი და მრავალსაკნიანი ექინოკოკი. ერთსაკნიანი ექინოკოკის დროს ღვიძლში ვითარდება ერთი დიდი კისტა, მრავალსაკნიანის დროს – მრავალი წვრილი კისტები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ დიდ კონგლომერატში. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება კლინიკურად ვლინდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კისტა აღწევს მნიშვნელოვან ზომებს და ახდენს მნიშვნელოვან
ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის არეში, მადის დაქვეითებას, პირში მწარე გემოს, პირის სიმშრალეს, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოკვლევებით დგინდება ღვიძლის, იშვიათად კი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი – მიმდინარეობს ყურიდან ხანგრძლივი ჩირქდენით; მყარადაა შენარჩუნებული დაფის აპკის გახრეტილი არე და ქვეითდება სმენა. დაავადება ვითარდება მწვავე ჩირქოვანი ანთების შედეგად, რასაც ხელს უწყობს მიკრობთა მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება, ცხვირსა და ცხვირხახაში ქორონიკული პათოლოგიური პროცესი, არარაციონალური მკურნალობა. სიმპტომები, მიმდინარეობა. სმენის დაქვეითება. ოტოსკოპიით ვლინდება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული პერიტონიტი – ხშირად არის ტუბერკულოზური ეტიოლოგიის, წარმოიქმნება ინფექციის გავრცელების შედეგად მეზენტერული ან რეტროპეროტონეალური ლიმფური კვანებიდან ან საშვილოსნოს დანამატებიდან. შესაძლებელია ჰემატოგენური ინიფიცირება. დამახასიათებელია ქრონიკული ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის მოვლენები სუბფებრილური ტემპერატურით. შესაძლებელია ტუბერკულოზური პერიტონიტის მიმდინარეობის ორი ვარიანტი: ასციტური და ფსევდოსიმსივნური. უკანასკნელ შემთხვევაში ანთება იწვევს ნაწლავის მარყუჟების შეხორცებას და მექანიკური