ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასმენი ნერვის ნევრინომა – კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნი, რომლებიც წარმოქმნიან სასმენი ნერვის ვესტიბულური ნაწილის გარსს. ნერვის ზეწოლის შედეგად ავადმყოფს თანდათანობით უვითარდება სმენის ცალმხრივი დაქვეითება და ხმაური ყურში. სიმსივნის შემდგომი ზრდისას შესაძლოა განვითარდეს დიზართრია, დისფაგია, ატაქსია, ჰემიპარეზი, ჰიდროცეფალია და ქალაშიდა ჰიპერტენზია. დიაგნოზი დგინდება აუდიომეტრიის, კომპიუტერული და მაგნიტურ – რენანსული ტომოგრაფიის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა) – რევმატიზმის ერთ – ერთი გამოვლენა, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ვითარდება ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში და უკავშირდება ანტინეირონალური ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ბაზალური განგლიების ანტიგენებთან. წარმოიქმნება რევმატიზმის მწვავე შეტევიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ჰიპერკინეზი წარმოიქმნება მწვავედ ან ქვემწვავედ. ხორხისა და
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორტიკო – სტრიოსპინური დეგენერაცია – (degeneratio cortico – striospinalis; სინ.: კრეიტცფელდ – იაკობის დაავადება, ფსევდოსკლეროზი სპასტიკური) დაავადება ნელი ინფექციების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქერქის ღრმა ნაწილების ნეირონების, ბაზალური ბირთვების და ქერქ – ზურგის ტვინის ბოჭკოების დეგენერაციით; ვლინდება მეხსიერებისა და ინტელექტის დაქვეითებით, მეტყველების მოშლით, ჰალუცინაციებით, ექსტრაპირამიდული (ნისტაგმი,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბულბარული დამბლა – (ნერვ. დაავ.) თავის ქალის კაუდალური ჯგუფის ნერვების ან მათი ბირთვების (IX, X, XI, XII) დაზიანება, რომლებიც განლაგებულნი არიან მოგრძო ტვინში. ვითარდება ყლაპვის დარღვევა, ხმა ხდება ჩუმი და დამწუხრებული, მეტყველება გაურკვევევი (დიზართრია). შესაძლოა გამოვლინდეს გულის მუშაობის დაქვეითება, არითმიები, სუნთქვის დარღვევა. წარმოადგენს რიგი დაავადებების სიმპტომს (გვერდითი