Tag Archives: დისკის

რადიკულური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიკულური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ფესვის დაზიანებით და გამჭოლი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში, ინერვაციის არეში მგრძნობელობის დაქვეითებით, მყესის რეფლექსების დათრგუნვით, ფესვის მიერ ინერვირებული კუნთის სისუსტითა და ატროფიით. შესაძლებელია გამოწვეული იყოს ზეწოლით (სიმსივნე, დისკის თიაქარი), ანთებითი პროცესით (მენინგორადიკულიტის დროს), იშემიით, ტრავმით.

Read More

მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკი – (თვალის დაავ.) მხედველობის ნერვის დისკის არაანთებითი შეშუპება. ეტიოლოგია. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც თან სდევს ქალასშიდა წნევის მომატება (სიმსივნეები, აბსცესები, არაქნოიდიტები, მენინგიტები, პარაზიტარული დაავადებები), ჰიპერტონული დაავადება, ქალასშიდა ანევრიზმები და სისხლჩაქცევები, თირკმლების და სისხლის დაავადებები, ორბიტის ახალწარმონაქმნები. სიმპტომები. თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვის ხანმოკლე

Read More