Tag Archives: დიფერენცირება

უჯრედების დედიფერენცირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დედიფერენცირება – (dedifferentiatio cellularum ლათ.de – უკან მოძრაობა და იხ.დიფერენცირება) უჯრედების სტრუქ­ტურის გამარტივება, რომელიც დაკავშირებულია მათი სპეციალიზა­ციის თვისებების დროებით დაკარგვასთან. ასეთი მდგომარეობა იქმნება უჯრედზე ძლიერი გამღიზიანებლების მოქმედებით, რაც აღინიშნება მე­ქანიკური, თერმული, ქიმიური ან სხვა სხივური დაზიანების, უჯრედების in vitro კულტივირების, მათი სიმსივნური გარდაქმნის დროს და ა.შ.

Read More

სომატური ციტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური ციტოგენეზი – (cytogenesis somatica ბერძნ.cytos  –  უჯრედი და გენესის  –  განვითარება)  –  სომატური  უჯრედების განვითარების პროცესი. ის მიმდინარეობს ონტოგენეზის ჩანასახოვანამდე, ჩანასახოვან და ქსოვილოვან ეტაპებზე. ჩანასახოვანამდე და ჩანასახოვან პერიოდებში სომატური  უჯრედები ძირითადად ასრულებენ გამრავლებასა და ზრდასთან დაკავშირებულ ვეგეტატიურ ფუნქციებს. მოგვიანებით ჩანასახოვანიდან ქსოვილოვან ეტაპზე გადასვლისას  უჯრედები, ვეგეტატიურ ფუნქციებთან

Read More