ვენერიული გრანულომა

ვენერიული გრანულომა ვენერიული გრანულომა (granuloma venereum; სინონიმი დონოვანოზი) – წარმოადგენს დონოვანის სხეულაკებით გამოწვეულ ვენერიულ დაავადებას, რომელიც ხასიათდება დერმასა და კანქვეშა უჯრედისში გრანულომატოზური ინფილტრატების გაჩენით. დაავადება უპირატესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დაფიქსირებულია ერთეული შემთხვევები.