შუა ყურის მწვავე ანთება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუა ყურის მწვავე ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს (განსაკუთრებით ძუძუს და ადრეულ ასაკში). პათოგენური მიკროორგანიზმები დაფის აპკზე ხვდებიან მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, წითელას, ქუნთრუშას დროს. Read More …

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. Read More …

ყბის ცისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბის ცისტები – ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედებით. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას. ყბების Read More …

ყბის მოტეხილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბის მოტეხილობები – ყბის ძვლის მოტეხილობა მისი მთლიანობის დარღვევით. ეტიოლოგია. საყოფაცხოვრებო, სპორტული, ცეცხლნასროლი და სხვა სახის ტრავმები. პათოგენეზი. პათოლოგიური მოტეხილობები განპირობებულია სხვადასხვა დაავადებებით – ქრონიკული ოსტეომიელიტით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ფიბროზული ოსტიტით და სხვ. Read More …

ქოლინერგული კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლინერგული კრიზი – მიასთენიის დროს ავადმყოფებში კუნთოვანი სისუსტის მკვეთრი მომატება სუნთქვის უკმარისობის განვითარებით, რაც გამოწვეულია ანტიქოლინესთერაზული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღებით, რომელთა ჭარბი რაოდენობა ახდენს ნერვ – კუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას. ვლინდება გუგების შევიწროება, Read More …

სტომატოგენური ინფექცია ქრონიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტომატოგენური ინფექცია ქრონიკული – ქრონიკული ანთების კერა  პირის ღრუში,  რომელიც იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას. სიმპტომები. ახასიათებს დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობა. ვლინდება სისუსტე, სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი,   სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა, ლეიკოციტოზი, რომელიც მონაცვლეობს ლეიკოპენიასთან, ლიმფოციტოზი, Read More …

სტაფილომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაფილომა – (ბერძ. staphyle – ყურძნის მტევანი) გათხელებული რქოვანას ან სკლერის გამობერვა. რქოვანას სტაფილომა წარმოიქმნება უხეში დესტრუქციული  ცვლილებების ფონზე, რომელიც ვითარდება წყლულოვანი კერატიტის  ან კერატომალაციის შედეგად. გამობერვა შესაძლოა იმდენად გამოვიდეს თვალის ნაპრალიდან, Read More …

რეტრობულბური ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტრობულბური ნევრიტი – (თვალის დაავ.) თვალბუდის უკან მხედველობის ნერვის ანთება ან დისტროფიული ცვლილებები. ეტიოლოგია. თვალბუდეზე ანთებითი პროცესები, მრავლობითი სკლეროზი, მეთილის სპირტით, ქინინით, პლაზმოციდით, ტყვიით, ეთილირებული ბენზინით მოწამვლა, ალკოჰოლურ – ნიკოტინური ინტოქსიკაცია. სიმპტომები. Read More …

რასელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რასელის სინდრომი – თანდაყოლილი ჯუჯისებრი ზრდა ემბრიონალური განვითარების დარღვევის გამო. ნიშნები: მშობიარობა დროული, ნაყოფის მასა და სიგრძე შემცირებული, თავის ქალას დისპლაზია, ჰიდროცეფალია, მაკროსტომია, მიკროგნატია, ჰიპერტელორიზმი, დისპროპორციული ჯუჯისებრი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჰიპოპლაზია, ჰიპოგენიტალიზმი, Read More …

პოლიმიალგია რევმატიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმიალგია რევმატიული – (ბერძ. Poly მრავალი + მიალგია) ხანშიშესულ პირთა დაავადება, რომელიც ხასიათდება მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთების ტკივილებითა და შებოჭილობით. დაავადება იწყება უეცრად, ძლიერი ტკივილებით მხრის სარტყლის, კისრის, ზურგის კუნთებში; შემდეგში Read More …