Tag Archives: დუღილის

ებულოსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ებულოსკოპია – (ლათ. ebulio – ვადუღებ და ბერძნ. სკოპეო – ვუყურებ) ხსნარისა და გამხსნელის დუღილის ტემპერატურათა სხვაობის გაზომვით გახსნილი ნივთიერების მოლეკულური მასის, გამხსნელისა და გახსნილი ნივთიერების აქტივობისა და სუსტი ელექტროლიტების დისოციაციის ხარისხის განსაზღვრის მეთოდი. ებულოსკოპიას საფუძვლად უდევს რაულის ერთ – ერთი კანონი (იხ. რაულის კანონები). [“1”] გაფრთხილება!

Read More

დუღილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დუღილი – ინტენსიური ორთქლწარმოქმნა როგორც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მთელ მის მოცულობაში წარმოშობილი ორთქლის ბუშტუკების შიგნით აორთქლების გზით მუდმივი გარე წნევის დროს (მაგ., ატმოსფერული წნევა). დუღილი იწყება გარკვეულ ტემპერატურაზე, რომელსაც დუღილის ტემპერატურა ეწოდება. დუღილი შესაძლებელია სითხის ორთქლთან წონასწორობის მთელ ტემპერატურულ ინტერვალში (სამმაგ წერტილსა და კრიზისულ ტემპერატურას შორის).

Read More