ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

სპოროტრიქოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპოროტრიქოზი – (sporotrichosis; სინ.: ბერმან – გუჟეროს დაავადება, სპოროტრიქოზული ლიქენი) ქრონიკული ღრმა მიკოზი, რომელიც აზიანებს კანს, კანქვეშა უჯრედისს, ლორწოვან გარსებს, ლიმფურ კვანძებს, იშვიათად შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. ინფექციის წყაროა ნიადაგი, ზოგიერთი მცენარე. Read More …

სპლენექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპლენექტომია – (ბერძ. splen – ელენთა) ელენთის ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია მისი გახეთქვისა და ჭრილობისას, აგრეთვე  სისხლის ზოგიერთი დაავადების და ჰიპერსპლენიზმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპლენალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპლენალგია – (ბერძ. splen – ელენთა) ტკივილი ელენთის არეში მისი სწრაფი გაზრდის გამო; განპირობებულია  კაფსულის გაჭიმვით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი Read More …